ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პენსი: ჩემი სტუმრობა ტრამპის გზავნილია აშშ-ს სრული მხარდაჭერის დასტურად
ნინო შუბითიძე
1 აგვისტო, 2017, 12:53
პენსი: ჩემი სტუმრობა ტრამპის გზავნილია აშშ-ს სრული მხარდაჭერის დასტურად

თბილისი (GBC) – “ჩემი სტუმრობა ამ ისტორიულ ქვეყანაში ტრამპის გზავნილია აშშ-ის სრული მხარდაჭერის დასტურად“, - ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა  NATO-ში გაწევრიანების შესახებ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების მხარდაჭერაზე განაცხადა.  დაგმო რუსეთის ოკუპაცია და  პირობა დადო, ქვეყანას რუსეთის აგრესიის გადატანაში დაეხმარება, ბიზნესპროექტებით, რომელიც უფრო გაფართოვდება.

პენსმა  ტრამპის გადაწყვეტილებაც დაანონსა, რუსეთის სანქციერებაზე, ამასთან  ისიც აღნიშნა, რომ აშშ-ს ურთიერთობის დალაგება სურს, თუმცა  რუსეთის მიერ დესტრუქციული ქმედებების გაუქმების შემდეგ. პენსის თქმით, ამერიკა  ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან  საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობაზე  მზადაა  მკაცრი რეაქციისთვის.

მან აშშ-სა და საქართველოს  25 წლიანი ურთიერთობის  გაგრძელებაზე განაცხადა. ქვეყნის როლზე  გლობალურ უსაფრთხოებაში და სამშვიდობო ოპერაციებში 31  დაღუპულიც მოიგონა, რომელთა ხსოვნა „ამერიკელების გულში მუდამ დარჩება“.  აღნიშნა, რომ საქართველო თავდაცვაზე მშპ-ს 2 % ხარჯავს, რითიც NATO-ს ყველა ქვეყანას უსწრებს, რაც მძიმე რეალობაა.  

თქვა, რომ ამერიკის №1 -ობა   განმარტოებულად განვითარებას არ ნიშნავს, ამერიკა საქართველოს გვერდითაა. „მადლობა სტუმართ-მასპინძლობისთვის, პირველად ვეზიარე ქართულ სუფრას, სადაც აფხაზური და ოსური  ფოლკლორიც შესრულდა. ველით შეხვდრას კათალიკოს  პატრიარქთან“, - აღნიშნა პენსმა.  

პენსი საქართველოს პირველი ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები