| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და აშშ-ს საქმიან წრეებს შორის ურთიერთობების გამყარების შესაძლებლობას ხედავს.
საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე მაიკ პენსმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ამერიკული კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობაზე აღნიშნა და ბიზნესურთიერთობების საუკეთესო გამოხატულება უწოდა.
„ ჩვენ გავამყარებთ ბიზნეს ურთიერთობებს და მიმდინარე რეფორმები, ბატონო პრემიერო, ნათლად ცხადყოფს თქვენს ერთგულებას დასავლეთის მხარესთან ბიზნეს ურთიერთოების გამყარებასთან დაკავშირებით. მე მივესალმები, რომ საქართველოში ყველა მოქალაქეს უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობა ეხსნება ეკონომიკის თვალსაზრისით. ანაკლიის პორტი გახლავთ საუკეთესო გამოხატულება ამ სფეროში. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს დოლანდ ტრამპის სიტყვებს ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.“ - განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.
"ჩვენ ვართ ის პარტნიორი, რომელიც მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებისთვის, რომელიც ორმხრივ ეკონომიკურ სარგებელზე იქნება დაფუძნებული, - აღნიშნა პრემიერ -მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის ვიცე- პრეზიდენტ მაიკ პენსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
როგორც ცნობილია ანაკლიის პორტის მშენებლობას „თიბისი ჯგუფი“ ამერიკულ „კონტი ჯგუფთან“ ერთად ახორციელებს. ნავსადგურის ოპერატორადაც სხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine-ია შერჩეული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss