ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კახა კიკნაველიძე: გაბილეთიანების სისტემაში ჩართვით ვაძლიერებთ  წამყვან პოზიციას საცალო ბაზარზე
მარიამ მინაძე
1 აგვისტო, 2017, 12:05
კახა კიკნაველიძე: გაბილეთიანების სისტემაში ჩართვით ვაძლიერებთ  წამყვან პოზიციას საცალო ბაზარზე

თბილისი (GBC) – თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის გაბილეთიანების სისტემის მოდერნიზებით „საქართველოს ბანკი“ სარგებლის მიღებას გეგმას.

ბანკის CEO კახა კიკნაველიძე ამბობს, რომ ამ გზით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში „საქართველოს ბანკი“ გააძლიერებს  წამყვან პოზიციას საცალო გაყიდვების სეგმენტზე, რასაც საქალაქო ტრანსპორტის ქსელში  მათი ფილიალების  არსებობა უზრუნველყოფს.

ბანკირი ამბობს, რომ საქართველოს ბანკი უკვე ლიდერია ციფრული აპლიკაციების ბაზარზე და ღრმად სწამს გადახდის ბიზნესის დიჯიტალიზაციის ბენეფიტების.

„აუქციონში გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის უპირატესობას და შესაძლებლობას, მომხმარებელს მიაწოდოს ყველაზე ოპტიმალური, თანამედროვე, მარტივი გადახდის საშუალებები და უზრუნველყოფს  ბანკის წამყვანი პოზიციების შემდგომ გამყარებას სამომხმარებლო ბაზარზე,“ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. ის მიიჩნევს, რომ თბილისის მერიასთან შემდგომი თანამშრომლობაც ნაყოფიერი და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება. 

შეგახსენებთ, „საქართველოს ბანკმა“ ექსკლუზიური უფლება მოიპოვა განაახლოს თბილისის საქალაქო ტრანსპორტის გადახდის სისტემა.

ბანკი მომდევნო 10 წლის განმავლობაში კვლავ ერთადერთი გადახდის სერვისების პროვაიდერი იქნება და  ამისთვის ჯამში 22.2 მილიონ ლარს გადაიხდის.

კომპანია უზრუნველყოფს მეტროში, ავტობუსებსა და საბაგიროში ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის დანერგვას. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სალარო აპარატებითა და ვალიდატორებით - ბარათის წამკითხველი აპარატურით აღიჭურვება. ამავდროულად, შესაძლებელი იქნება ბილეთის ნაღდი ფულით შეძენა და სამგზავრო ბარათების გამოყენებაც. შეიქმნება სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვისა და ბილეთის შეძენის ფუნქციებით. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები