ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დებრა მეიბურგი:საქართველო ჩინელ მომხმარებელს ქართული ღვინის დიდ მრავალფეროვნებას სთავაზობს
31 ივლისი, 2017, 13:40
დებრა მეიბურგი:საქართველო ჩინელ მომხმარებელს ქართული ღვინის დიდ მრავალფეროვნებას სთავაზობს

თბილისი (GBC) - ქართული ღვინო ჩინეთის 4 ქალაქში წარადგინეს.

სემინარი-დეგუსტაციას, რომელსაც  ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა,  გვანჯოუში,  ჩჟუნშანში, შენჩჟენსა და ფოშანში გაიმართა.  

ჩინეთის სამხრეთში მდებარე პროვინცია გუანდუნის ქალაქებში ღვინის პროფესიონალებსა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს 40-მდე დასახელების ქართული პრემიალური ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ჩინეთის აღნიშნულ ნაწილში ქართული ღვინის ასე მასშტაბური წარდგენა პირველად მოეწყო.  დეგუსტაციებს ღვინის პროფესიონალებთან ერთად, ადგილობრივი დისტრიბუტორები და იმპორტიორებიც დაესწრნენ.

ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი აღნიშნავს, საქართველო ჩინელ მომხმარებელს ქართული ღვინის დიდ მრავალფეროვნებას სთავაზობს და სხვადასხვა გემოვნების მქონე ჩინელ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ამ ნაირსახეობებიდან მისთვის სასურველი ღვინო შეარჩიოს.

ჩინეთი  ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად რჩება. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 3,84 მლნ ბოთლი, წლიურად ზრდა 104%-ია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები