| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პაპილომა ვირუსზე აცრა დეკემბრიდან განახლდება, ამჯერად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შემოტანილია 15 000 ერთეული ვაქცინა, რითაც 9 წლის მოზარდების 2-ჯერადი აცრა მოხდება.
მსგავსი ვაქციანაცია ჩატარდა 2010-2012 წლებშიც, თუმცა კამპანია მცირე მასშტაბის იყო, შემოტანილი 14 000 დოზის მხოლოდ 30% -ის გამოყენება მოხდა, დარჩენილი პრეპარატები კი, ყაზახეთს საჩუქრად გადაეცა. აღსანიშნავია, რომ იმ დროს იმუნიზაციის პროგრამა 12-13 წლის გოგონებს ეხებოდა, მათ 3-ჯერადი ვაქცინაცია უნდა ჩატარებოდათ, თუმცა ჩართულობა ძალიან დაბალი იყო.
ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მოზარდებში ვაქცინაცია ამცირებს პაპილომა ვირუსის გავრცელებას და ამცირებს სიმსივნური დაავადებების რისკებს. აღნიშნავს, რომ ვაქციანაცია ეფექტიანია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე. სპეციალისტები 30-50 წლის ასაკში ვაქცინაციის რჩევასაც იძლევიან, თუმცა ამ შემთხვევაში ეფექტიანობა ნაკლებია.
იმუნიზაციის პროგრამა აქტიურ საგანმანათლებო კამპანიასაც ითვალისწინებს, რომელიც unicef-თან ერთად ჩატარდება, აცრების მიმართ სკეპტიკური განწყობების გასანეიტრალებლად.
ექიმები და მკვლევარები მავნე პრაქტიკაზე საუბრობენ, მათ შორის არაპროფესიონალ ექიმთა კატეგორიაზეც, რომლებიც "შინაურულად" ურჩევენ მშობლებს აცრაზე უარი თქვან.
ცენტრში ამბობენ, რომ რეზისტენტულ მშობელთა რაოდენობა მართალია მცირეა, მაგრამ ისინი ძალიან აგრესიულები არიან და საფრთხეს უქმნიან იმუნიზაციის მთლიან პროგრამას, რადგანაც მაგალითად, წითელა-წითურა-ყბაყურის აცრაზე ერთეული შემთხვევებშიც კი უარის თქმა დაავადების გავრცელების რისკს საგრძნობლად ზრდის.
ამიტომ ცენტრში სკოლებისა და ბაგა-ბაღების ჩართულობით განათლების კამპანიის გააქტიურება სურთ. ასევე გააქტიურდება კამპანია DT (დიფტერია/ტეტანუსი) ვაქცინაციაზეც, რადგანაც ცოტამ თუ იცის, რომ ამ აცრის ჩატარება 14 წლის ასაკშიც სავალდებულოა.
ამ დროისათვის იმუნიზაციის პროგრამის ყველაზე მაღალ დაფარვის პროცენტი აქვს აჭარას, სადაც მოსახლეობის 95% აქვს აცრა ჩატარებული, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ქუთაისშია 87% დაბალი, სადაც აცრების საწინააღმდეგოდ დეზინფორმაციაში ექიმთა ნაწილიც ჩართულია. ასევე დაბალია იმუნიზაციის დაფარვის პროცენტული მაჩვენებელი თბილისში- 87%.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ მიდგომა, რომ კომერციული ვაქცინა უკეთესია ვიდრე სახელმწიფოს მიერ შეძენილი 2015 წლამდე სტერეოტიპის გადმონაშთია, რადგანაც ამ პერიოდიდან სახელმწიფო და კომერციული ვაქცინა იდენტურია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss