ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
სახელმწიფო მხარდაჭერით, კომპანია ნატექსი/ნატსჯი პროდუქციას ჰონგ-კონგში ექსპორტზე გაიტანს
28 ივლისი, 2017, 17:11
სახელმწიფო მხარდაჭერით, კომპანია ნატექსი/ნატსჯი პროდუქციას ჰონგ-კონგში ექსპორტზე გაიტანს

თბილისი (GBC) -  „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულების მხარდაჭერით, კომპანია “ნატექსი/ნატსჯი” პროდუქციას ჰონგ-კონგში ექსპორტზე გაიტანს.

კომპანა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით  2017 წელს საკვები და სასმელი პროდუქტების წამყვან გამოფენებზე მონაწილეობდა  დუბაიში („Gulfood 2017“), ტოკიოში (Foodex Japan 2017) და ჰონგ-კონგში („Hofex 2017“), სადაც წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად შეძლო კიდევ ერთი ახალი საექსპორტო ბაზრის მოიძიება.

კომპანია “ნატექსი/ნატსჯი” ქართული თხილის ექსპორტიორი მსხვილი კომპანიაა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას ფლობს და ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე.

კომპანია რამდენიმე სახის თხილის პროდუქტს აწარმოებს გაუტეხავი თხილის, ნატურალური თხილის გულის, მოხალული თხილის გულის, დაქუცმაცებული თხილისა და თხილის ფქვილის სახით.

ამას გარდა, მომხმარებლებს განსაკუთრებული მეთოდით დამზადებულ პროდუქტს, კერძოდ კი თხილის პასტას, სთავაზობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები