ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კონკურენციის სააგენტო: Socar-ის საქმეზე ხელახალი შესწავლა ხდება
28 ივლისი, 2017, 14:35
კონკურენციის სააგენტო: Socar-ის საქმეზე ხელახალი შესწავლა ხდება

თბილისი (GBC) -  კონკურენციის სააგენტო "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან" დავის წაგებას განცხადებით პასუხობს. 

უწყებაში ამბობენ, რომ  ნავთობკომპანიების საქმეზე სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში მიმდინარეობს 9 სასამართლო დავა, საიდანაც ერთ-ერთი საქმე, უზენაესი სასამართლოს მიერ, ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა კონკურენციის სააგენტოს და ხელახალი შესწავლა ხდება. 

"დანარჩენი საქმეები, ამ ეტაპზე, არ არის დასრულებული. დავების დასრულების შემდეგ, კონკურენციის სააგენტო იმოქმედებს სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად და ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწვდის ინფორმაციას", - ნათქვამია მოკლე განცხადებაში.

სააპელაციო სასამართლომ  კონკურენციის სააგენტოს მიერ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისთვის" დაკისრებული 14 მილიონიანი ჯარიმა ბათილად სცნო, -ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განუცხადა. 

GBC-ის ინფორმაციით, პირველივე ინსტანციაში მოიგო დავა "ვისოლმა", რომელსაც კონკურენციის პირობების დარღვევის ბრალდებით  10 426 393 ლარის ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული. 

შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოქმედი კომპანიები, 2015 წლის ივლისში, ჯამში,  55 მლნ ლარით დააჯარიმა.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები