ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სტეფანწმინდაში ახალი სპორტული კომპლექსი შენდება
28 ივლისი, 2017, 14:13
სტეფანწმინდაში ახალი სპორტული კომპლექსი შენდება

თბილისი (GBC) - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს  ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 1,500 000 ლარზე მეტია. 

პროექტის ფარგლებში შენდება ახალი შენობა-ნაგებობები. ამ ეტაპზე კეთდება ბეტონის კედლები და  მიმდინარეობს გადახურვითი სამუშაოები.  ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ალპინიზმის მოყვარულთათვის დაემატა კლდეზე საცოცი კედელი. სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება. 

ობიექტზე იმყოფებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ზურაბ ალავიძემ ადგილობრივ ხელისფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და დასაქმებულებს გაესაუბრა. 

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე 11 სპორტული კომპლექსის და 35 მინი სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, რათა ყველა რეგიონში ხელმისაწვდომი გახდეს სპორტული ინფრასტრუქტურა და დაინერგოს  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები