ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
GIG-ს საქართველოში იტალიის ერთერთი უმსხვილესი კომპანია C.M.C. შემოჰყავს
27 ივლისი, 2017, 21:48
GIG-ს საქართველოში იტალიის ერთერთი უმსხვილესი კომპანია C.M.C. შემოჰყავს

თბილისი (GBC) -  ,,საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფი” და უმსხვილესი იტალიური ჯგუფი Muratori & Cementisti – C.M.C. di Ravenna SocietàCooperativa თანამშრომლობას იწყებენ. 

მხარეები მემორანდუმს 28 ივლისს აფორმებენ და თანხმდებიან საქართველოში დააფუძნონ ერთობლივი საწარმო, რომელიც მიიღებს მონაწილეობას მასშტაბური ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების, კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის განხორციელებაში.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის „ფინანსური დირექტორი ზურაბ გელენიძე და C.M.C ჯგუფის ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი პაულო მაური.

ქართულ და იტალიურ კომპანიებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინოვაციური საინჟინრო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს მსხვილი სამშენებლო პროექტების განხორციელებისას. ამასთან, ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გაფორმებული პარტნიორობით აკეთებს ბიზნეს საქმიანობის მნიშვნელოვანი გაფართოების შესახებ განაცხადს. თავის მხრივ, C.M.C ჯგუფი საქართველოს ბაზარზე  შემოდის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პროექტისთვის, არამედ სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რაც გრძელვადიან თანამშრომლობას გულისხმობს.

C.M.C. წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს იტალიურ სამშენებლო კომპანიას, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მასშტაბური პროექტების განხორციელებით სატრანსპორტო, ჰიდრო და წყალმომარაგების, ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი, ასევე, საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურების მიმართულებებით.

2016 წელს კომპანიის კაპიტალბრუნვამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ამასთან, მიმდინარე პროეტების საპორტფელო ღირებულება 4 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები