| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბათუმს კიდევ 2 სწრაფი კვების ობიექტი შეემატა.
27 ივლისს, 18:00 საათზე „ვისოლ ჯგუფი” ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე შვილობილი კომპანია ‘ემ პე დეველოპმენტის“ სავაჭრო ცენტრში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს ხსნის.
ახალგახსნილი რესტორნები „ვენდისთვის“ მე-10, ხოლო „დანკინ დონატსისთვის“ მე-19 ობიექტია. მიმდინარე წლის ბოლომდე „ვისოლ ჯგუფი” ამერიკული რესტორნების ქსელს კიდევ გააფართოებს და ქუთაისში დამატებით ორ ობიექტს გახსნის და ჯამში 150 - მდე ადამიანს დაასაქმებს.
ახალი რესტორნის გახსნასთან ერთად „ვენდიმ“ სიურპრიზი მოამზადა და ამიერიდან მომხმარებელს ახალ „საოჯახო მენიუს“ შესთავაზებს, რომელიც რესტორანში ოჯახების სტუმრობას ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდის.
გახსნის საზეიმო ცერემონიალის სტუმრებს სპეციალური შეთავაზებები, „დრამ სქულის“ შოუ, Funbus-ის ანიმატორების მხიარული სანახაობა, ილუზიონისტის პერფორმანსი და გემრიელი სიურპრიზი ელის.
„ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები ბათუმში მომხმარებლებს 24 საათიან რეჟიმში უმასპინძლებს. ბათუმის „ვენდის“ Drive-thru მომსახურება კი სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს მანქანიდან გადმოუსვლელად, თან გააყოლონ და დააგემოვნონ „ვენდის“ პროდუქცია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss