ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ის პრეზიდენტი აჭარაში ბიზნესმენებს შეხვდა
26 ივლისი, 2017, 20:59
სებ-ის პრეზიდენტი აჭარაში ბიზნესმენებს შეხვდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აჭარის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

სებ-ის ცნობით, შეხვედრაზე ადგილობრივ ბიზნესმენებს კობა გვენეტაძემ გააცნო მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილება და ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ ტენდეციებზე ესაუბრა. ინფლაცია და მისი პროგნოზი, ეკონომიკური ზრდა, დოლარიზაცია, მომხმარებელთა უფლებების დაცვა - ეს ის თემებია, რომელებზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.

შეხვედრაში, რომელიც სასტუმრო "შერატონში" გაიმართა, აჭარის რეგიონში არსებული კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მმართველებიც მონაწილეობდნენ. საუბარი შეეხო ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ რეგულაციებს, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით განხორციელდა, ასევე ისაუბრეს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე დაესწრო.

აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესისთვის გასაგები იყოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი შედეგები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა და მისი გავლენა ეკონომიკაზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები