| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "ლიბერთი ბანკის" აქციონერთა სტურქტურაში დაგეგმილ ცვლილებებზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ოთხშაბათს მედიას განუცხადა, რომ მარეგულირებელმა უკვე დაიწყო იმ დოკუმენტაციის შესწავლა, რომელიც დაინტერესებული მყიდველის მხრიდან იყო წარმოდგენილი.
"გარკვეული დრო დაგვჭირდება, რომ გავაანალიზოთ ეს დოკუმენტები და შევაგროვოთ ის ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია ამ პროცედურების შესაბამისად", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, საუბარია ბანკის გარკვეული წილის მფლობელის შეცვლაზე.
როგორც ცნობილია, უკვე დაანონსდა ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებები.
ბანკის გენერალურმა დირექტორმა უკვე მოუწოდა აქციონერებს მხარი დაუჭირონ საბჭოში ირაკლი რუხაძის, გიორგი კალანდარიშვილის და დავით შონიას შესვლას, იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკი ამ ცვლილებების წინააღმდეგი არ იქნება.
საკითხზე ბანკის აქციონერები 14 აგვისტოს იმსჯელებენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss