ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჰოლანდიის ელჩი: ზედაზენში წარმოება  სრულად  პასუხობს  საერთაშორისო  სტანდარტებს 
26 ივლისი, 2017, 13:59
ჰოლანდიის ელჩი: ზედაზენში წარმოება  სრულად  პასუხობს  საერთაშორისო  სტანდარტებს 

თბილისი (GBC) -  ზედაზენის ქარხანაში წარმოება  ახალ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული  და   სრულად  პასუხობს  საერთაშორისო  სტანდარტებს,  რაც  ქვეყნის   ეკონომიკური  განვითარების   მყარი საძირკველია“ , - განაცხადა   „ქართული ლუდის კომპანიაში“ სტუმრობისას  ნიდერლანდების  სამეფოს სრულუფლებიანმა  ელჩმა იოს  დაუმმა. 

სტუმარმა არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქარხანაში არსებული ტექნიკა - დანადგარები და  საწარმოო  პროცესები  დაათვალიერა. 

საწარმოს  საქმიანობის სამომავლო გეგმებზე  ელჩს  ქართული ლუდის კომპანიის  დირექტორი  კახაბერ  კოტრიკაძე  ესაუბრა. მანვე  გაუწია  მეგზურობა   იოს  დიუმას, რომელიც  დაინტერესებული იყო  საქართველოში   ჰოლანდიური პრემიუმ  ბრენდის   ლუდი „ბავარიის“  წარმოების  ტექნოლოგიით.

„მოხარული ვარ,   რომ დღეს    ზედაზენის  ქარხანაში ვიმყოფები. მინდოდა  ჩემი თვალით მენახა ის  საწარმო, რომელიც მჭიდროდ  თანამშრომლობს  ჰოლანდიის   ანალოგიური მიმართულებების  წარმოებებთან.  დღეს  კიდევ ერთხელ  დავრწმუნდი,  ორ  ქვეყანას  შორის  ბიზნეს მეგობრობის  საუკეთესო მაგალითთან  გვაქვს  საქმე", -  განაცხადა  იოს დაუმამ. 

„ ეს იყო არაოფიციალური ვიზიტი,  რომლის ფარგლებშიც ნიდერლანდების  სამეფოს  ელჩმა  იოს  დაუმამ დაათვალიერა  ქართული ლუდის  კომპანია,    გაეცნო   საწარმოო პროცესებს  და მხარდაჭერა  აღგვითქვა მომავალი თანამშრომლობის საკითხებში“ -  განაცხადა ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’  დიექტორმა   კახაბერ კოტრიკაძემ. მისივე  თქმით,  მსგავსი სახის  გაცნობითი შეხვედრები  მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესისთვის,   ასევე ორ  ქვეყანას  შორის  დიპლომატიური  და  ეკონომიკური  თანამშრომლობის  განვითარებისთვის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები