ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონსულტაციო სერვისი იზრდება
25 ივლისი, 2017, 11:18
აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონსულტაციო სერვისი იზრდება

თბილისი (GBC) - აღსრულების ეროვნული ბიურო 2017 წლის 6 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.

უწყების ცნობით, 2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო სამსახურმა 106 ათასამდე სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:

შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 84 245 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით;

პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 20 945 მოქალაქეს;

პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან 614 შეკითხვას.

სამივე მონაცემი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით უფრო მაღალია, რის გამოც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაზარდა კონსულტანტთა რაოდენობა.

"აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები. დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ბიუროს ოფისს, ასევე დარეკოს ცხელ ხაზზე (032) 2 749 649 ან მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge. აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიტიკა, დავების მორიგებით დასრულებაა", - აცხადებენ სააგენტოში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები