| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვების ორგანიზება ელექტრონულად გახდა შესაძლებელი, რაც რეგიონში უპრეცედენტო შემთხვევაა.
"საქართველოს რკინიგზამ" მის მიერ შექმნილი ერთიანი ელექტრონული სისტემა cargo.railway.ge უკვე გაუშვა, სადაც გადაზიდვები დოკუმენტებს ატვირთავენ და მათ შორის ხელმოწერასაც ელექტრონულად განახორციელებენ. ამ მიზნით ავტორიზაცია და ID ბარათია საჭირო.
სისტემა ავტორიზებულ მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეამოწმოს საკუთარი ბალანსი, აკონტროლოს დარიცხვები, გადახდები, დაათვალიეროს გადაზიდვის დავალებები, დარიცხვის ბარათი და მიიღოს დეტალური ინფორმაცია ვაგონზე არსებული გადაზიდვის დავალების, სამახსოვროსა და სავაგონო უწყისის შესახებ.
ასევე ხელმისაწვდომია გადაზიდვის ღირებულების კალკულაცია.
აღსანიშნავია, რომ სისტემაზე "საქართველოს რკინიგზა" 8 თვის განმავლობაში მუშაობდა. ის 15 ივლისიდან ამოქმედდა.
კომპანიაში ამბობენ, რომ ეს არის პირველი ეტაპი და მომავალში ანალოგიური მომსახურება საერთაშორისო გადაზიდვებზეც აისახება. არის მოლაპარაკება, რომ მსგავსი სისტემა აზერბაიჯანმაც დანერგოს, ამ შემთხვევაში ტრანსკასპიური დერეფანი გადამზიდავებისთვის უფრო მოქნილი გახდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss