ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ლადო გურგენიძე ლიბერთის ტოვებს, ბანკში ირაკლი რუხაძე შედის
24 ივლისი, 2017, 18:54
ლადო გურგენიძე ლიბერთის ტოვებს, ბანკში ირაკლი რუხაძე შედის

თბილისი (GBC) - ლიბერთი ბანკმა სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებები ისევ დააანონსა.

ბანკის გენერალურმა დირექტორმა უკვე მოუწოდა აქციონერებს მხარი დაუჭირონ საბჭოში ირაკლი რუხაძის, გიორგი კალანდარიშვილის და დავით შონიას შესვლას, იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკი ამ ცვლილებების წინააღმდეგი არ იქნება.

საკითხზე ბანკის აქციონერები 14 აგვისტოს იმსჯელებენ.

ამავე კრებაზე ლადო გურგენიძისთვის  ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხიც უნდა განიხილონ, თუმცა ცნობილი ბანკირი და ექს-პრემიერი შესაბამის კომპენსაციასაც მიიღებს.

უნდა მოხდეს ლადო  გურგენიძისთვის ყოველთვიური ძირითადი ხელფასის სამმაგი ოდენობის და  ხელშეკრულების ხელმოწერის თანხის გადახდა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეწყვეტის შეტყობინება გაგზავნილი იქნება 2018 წლის 1 იანვრამდე.

ასევე, იმ შემთხვევაში, თუ  გურგენიძე თავად  ამავე ვადაში, გაუგზავნის ბანკს ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინებას, ის ასევე მიიღებს კომპენსაციას. 

შეგახსენებთ, დღეისათვის ბანკის საკონტროლო პაკეტს "ლიბერთი ჰოლდინგი" ფლობს. 

"ჰანიველ პარტნერსმა" კი, "ლიბერთი ბანკის" საკონტროლო პაკეტის ყიდვის გეგმაზე ჯერ კიდევ 2016 წლის გაზაფხულზე განაცხადა, თუმცა ამ დრომდე გარიგების დასრულება ვერ შეძლო.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები