| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 1 მილიარდიანი კაპიტალის, ჩინური ბანკი საქართველოს ბაზარზე 2018 წლის დასაწყისში გვექნება, - ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს ელჩმა რადიო „კომერსანტთან“ ისაუბრა.
დავით აფციაური ამბობს, რომ CEFC–ის მიერ საქართველოში ბანკის დაფუძნება ყველაზე მასშტაბური ჩინური ინვესტიცია იქნება.
„ამჟამად მოლაპარაკება მხარეთა შორის მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ როდის იქნება შესაძლებელი დებულების განხილვა. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ, წლის დასაწყისში ახლადშექმნილი ბანკი გვექნება. საუბარია სრულიად ახალი ბანკის შექმნაზე და არა არსებული ბანკების გაერთიანებაზე. ბანკის შექმნაში ერთ მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება და ფინანსური ოპერაციები განხორციელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ციტირებს „კომერსანტი“ დავით აფციაურს.
როგორც დაანონსდა, ახალი ბანკის გაცხადებული კაპიტალი 1 მლრდ. აშშ დოლარი, ხოლო შევსებული კაპიტალი - 300 მლნ აშშ დოლარი იქნება. ბანკის დამფუძნებლები არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited-ი და კომპანია „Eurasian Invest LLC.
„ამ ბანკის მეშვეობით შეიქმნება ახალი გარემო იმისთვის, რომ ჩინური კომპანიები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებით. ისეთი მსხვილი კომპანიების გამოჩენა, როგორიც არის CEFC, ნიშნავს იმას, რომ მეტი ინვესტიცია შემოვა. განსხვავებით „ჰუალინგისგან“, რომელმაც პირველმა დაიწყო საქმიანობა საქართველოში, CEFC უფრო დიდი მასშტაბის კომპანიაა და უფრო მეტი შესაძლებლობების მქონეც“, - განაცხადა აფციაურმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss