ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
შემოდგომიდან სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის განახლება დაიწყება
14 ივლისი, 2017, 16:28
შემოდგომიდან სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის განახლება დაიწყება

თბილისი (GBC) - შემოდგომიდან  „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის განახლების პროექტი დაიწყება- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა სარფში ყოფნისას განაცხადა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მნიშვნელობაზე აღნიშნა, თქვა, რომ  წლის დასაწყისიდან 66 ათასმა სატვირთო ავტომობილმა გადმოკვეთა სახელმწიფო  საზღვარი, ხოლო 37 ათასი სატვირთო ავტომანქანა გასულია ჩვენი ქვეყნიდან.   

მისი თქმით, საბაჟო-გამშვები პუნქტი 1.7 მილიონზე  მეტ ფიზიკურ პირს მოემსახურა.

 „ძალიან მნიშვნელოვანია, საბაჟო-გამშვები პუნქტი იყოს მოწესრიგებული. „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა დღეს გამართულია, მაგრამ აუცილებელია მისი განახლება. აღნიშნული პროცესი 2018 წლის გაზაფხულამდე მთლიანად დასრულდება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

ფინანსთა მინისტრმა პირადად დაათვალიერა საბაჟო-გამშვები პუნქტი, სადაც გაეცნო მგზავრთა ნაკადისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლას. 

პირველი ვიცე-პრემიერი დაინტერესდა, რამდენად ეფექტიანად ფუნქციონირებს „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი ზაფხულის ტურისტული სეზონიდან გამომდინარე გაზრდილი მგზავრთა ნაკადის პირობებში. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თურქეთის მხარეს, „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისას, მგზავრების, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ქართველი და თურქი მებაჟეების კოორდინაციის საკითხებზე.

როგორც აღინიშნა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ტრანზიტულ, საექსპორტო და საიმპორტო ტვირთების მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები