ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Uber საქართველოში ბიზნესს რუსულ Yandex -თან ერთად იწყებს
13 ივლისი, 2017, 17:14
Uber  საქართველოში ბიზნესს  რუსულ Yandex -თან ერთად იწყებს

თბილისი (GBC) - უმსხვილესი რუსული ინტერნეტ-კომპანია "იანდექსი" და ამერიკული Uber  6 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ბიზნესის გაერთიანებაზე შეთანხმდნენ, - იტყობინება Reuters-ი. 

კომპანიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში და ყაზახეთში ახალ კომპანიას ქმნიან, რომელშიც გაერთიანდება სერვისი UberEATS. 

გარიგება 2017 წლის  მეოთხე კვარტლის ბოლოს გაფორმდება. ახალ კომპანიაში Uber -ი  225 მლნ დოლარს, "იანდექსი" 100 მლნ დოლარს ჩადებს. კომპანიას 3.725 მლრდ დოლარად აფასებენ. 

ამასთან, ახალ კომპანიაში იანდექსის წილი 59.3 % იქნება, 36,6  - Uber-ის და 4.1% სხვა პარტნიორების. 

Yandex ტაქსი საქართველოში გასულ წელს შემოვიდა, ხოლო Uber ამ ეტაპზე საქართველოში არ ოპერირებს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები