ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
EIB საქართველოში კერძო სექტორის დაფინანსებას გააქტიურებს
13 ივლისი, 2017, 13:40
EIB საქართველოში კერძო სექტორის დაფინანსებას გააქტიურებს

თბილისი (GBC) - საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ყურადღება დაეთმო ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურიზმისა და ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციებს. საუბრისას, პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და აღნიშნა, რომ ამაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებიც მიუთითებს. 

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა ევროპის საინვესტიციო ბანკის გეგმა, სუვერენულის გარდა, გაააქტიუროს კერძო სექტორის დაფინანსება და იმედი გამოთქვა, რომ ამ შესაძლებლობით სარგებლობას შეძლებენ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომელთა ხელშეწყობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტ Innovfin-ს, რომელიც ინოვაციური პროექტების დაფინანსებას ემსახურება და აღინიშნა, რომ ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ინოვაციური პროექტების განვითარებას. 

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა დაახლოებით 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს; ხოლო კერძო სექტორში, არასუვერენული პროექტების დასაფინანსებლად, EIB-ის მიერ გამოყოფილია 188 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები