ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გამარტივებული საქმისწარმოებით 6 თვის განმავლობაში 14 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა
13 ივლისი, 2017, 11:17
გამარტივებული საქმისწარმოებით 6 თვის განმავლობაში 14 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა

 

თბილისი (GBC) - აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2017 წლის 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს:

2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 14 355 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ, საიდანაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 656 აპლიკანტს უარი ეთქვა წარმოებაზე;

გამარტივებული საქმისწარმოების ქეის მენეჯერებმა 2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით წარმოებაში მიიღეს 14 866 აპლიკაცია, ხოლო 6 თვის განმავლობაში დაასრულეს 10 293;

6 თვის განმავლობაში დასრულებული საქმეებიდან ნებაყოფლობით გადახდის ვადაში გადახდა განხორციელდა 116 საქმეზე, ხოლო მორიგებით დასრულდა - 1340 საქმე.

უწყების ცნობით, აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„ სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები“, - აცხადებენ სააგენტოში და აღნიშნავენ, რომ გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა.

ამასთან, აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, თითოეული საქმე გადაეცემა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ქეის მენეჯერს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები