ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს უპრეცედენტო შეთავაზებაზე აცნობა
12 ივლისი, 2017, 17:30
თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს უპრეცედენტო შეთავაზებაზე აცნობა

თბილისი (GBC) - „თეგეტა მოტორსმა“ მომსახურება 0% განვადებით გამოიტანა.

კომპანიის ცნობით, დღეიდან მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს 0%-იანი განვადებით, წინასწარი შენატანის და დამტკიცების საკომისიოს გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი იხდის მხოლოდ მომსახურების ან პროდუქტის ღირებულებას და არანაირ სხვა დამატებით გადასახადს.

აღნიშნული აქციით მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს როგორც სერვისულ მომსახურებაზე, ასევე ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას.

აქცია მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, რუხისა და თელავის სერვის ცენტრებში.  დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „თეგეტა მოტორსის“ ქოლცენტრს: (32) 226 44 44.

„თეგეტა მოტორსის“  სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სრული ავტო-ტექ მომსახურებით, ასევე შეიძინოს  მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა.  რაც მთავარია ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის. 

აღსანიშნავია, რომ „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.  კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები