ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერი გახდა
12 ივლისი, 2017, 11:42
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერი გახდა

თბილისი (GBC) - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, პრიორიტეტებში გამოიკვეთოს საქართველოს მთავრობის საგარეო მიმართულება, რაც ყოველთვის ასე იყო, თუმცა ეს დანიშვნა კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას საქართველოს მომავლის შენების საქმეში.

„პაპუნამ ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადადგა. ვფიქრობთ, ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ლომის წილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა. ასევე, პაპუნა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობისას, იყო მთავარი მომლაპარაკებელი საქართველოს მხრიდან ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების პროცესში. ასე, რომ ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და საგარეო მიმართულების პრიორიტეტებში აწევა იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით განსახორციელებლად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები