ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
თემურ ჭყონია: კოკა -კოლა ბოთლერს ჯორჯია 2018 წელს იქნება ერთ-ერთი სერიოზული კომპანია
12 ივლისი, 2017, 09:58
თემურ ჭყონია: კოკა -კოლა ბოთლერს ჯორჯია 2018 წელს იქნება ერთ-ერთი სერიოზული კომპანია

თბილისი (GBC) - " "კოკა -კოლა ბოთლერს ჯორჯია"  2018 წლის ბოლოს იქნება ერთ-ერთი სერიოზული კომპანია, რომელიც სამხრეთ კავკასიის ბაზარზე და შუა აზიის ნაწილში ძალიან დიდ ოპერირებას მოახდენს და  საექსპორტო პროდუქციას გამოუშვებს" , -  თემურ ჭყონია ბაზარზე დიდ სიახლეებს აანონსებს. 

ბიზნესმენმა გეგმებზე TV პირველზე, "საქმიან დილაში" ისაუბრა, აღნიშნა, რომ Coca-Cola-ს  წარმოების ნატახტარში გადატანის პროექტზე ფრანგული კომპანია ზრუნავს, რომელიც ყველა ნიუანსს გათვლის, რომ გადატანა ნაკლები დანახარჯით მოხდეს. 

"სერიოზული ინვესტიცია დაიხარჯება, 12-13 მლნ ევროზეა საუბარი", - ამბობს ჭყონია და აღნიშნავს, რომ წარმოების გადატანით ქარხნის სიმძლავრე 16 მილიონი ქილიდან 22 მილიონადე გაიზრდება და მხოლოდ, ნატახტარის ქარხნის ბრუნვა იქნება 200 - 250  მილიონი. 

 "საექსპორტო პროდუქცია უნდა შევქმნათ. რა არის დიდ ბრენდებთან მუშაობის  სტილი? ის უფრთხილდება ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა სწორ ნაბიჯს და გვიწყობს ხელს რომ ინვესტირებული თანხა იყოს მომგებიანი " , - განაცადა თემურ ჭყონიამ და რამდენიმე ნოვაცია დააანონსა, მათ შორის  რესტორნების და აეროპორტებისთვის სპეციალური შეფუთვით წვენების წარმოება. 

"შეთანხმებული ვართ, ქილები და მცირე შეფუთვის წარმოება უნდა იყოს საქართველოში და აქედან მივაწოდოთ სომხეთს და აზერბაიჯანს ასევე სავარაუდოდ, შუა აზიის ქვეყნებს", - განაცხადა ბიზნესმენმა. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები