ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე G4G-ის  წარმომადგენლებს შეხვდა
11 ივლისი, 2017, 19:13
ირაკლი კოვზანაძე G4G-ის  წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისი (GBC) - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით „მმართველობა განვითარებისათვის“ საქართველოში ეკონომიკის მიმართულებით ახორციელებს. კერძოდ, ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესება,  საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირება, ვაჭრობა, მიწის რეგისტრაცია, წყლის რესურსების მართვა, ელექტროენერგიით  ვაჭრობა და ა.შ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  პროექტი ორიენტირებულია დაეხმაროს სახელმწიფოს  საპენსიო, კაპიტალის ბაზრის, საბაჟო-საგადასახადო, სახელმწიფო შესყიდვების, სოფლის მეურნეობის და საინვესტიციო ფონდების რეფორმებში. ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის, საფინანსო-არასაბანკო სექტორის და სადაზღვევო სისტემების განვითარებაში. ამასთან „მმართველობა განვითარებისათვის“ წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან წაახალისონ კერძო სექტორი და ხელი შეუწყონ ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობის გაძლიერებას, რისთვისაც არაერთი საკანონმდებლო ინიციატივაა მომზადებული.

პროექტის ხელმძღვანელებმა საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტთან თანამშრომლობის და მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებში კომიტეტის ჩართულობის სურვილი გამოთქვეს. თავის მხრივ ირაკლი კოვზანაძემ  „მმართველობა განვითარებისათვის“ პროექტის წარმომადგენლებს ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივაში მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები