| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2017 წლის პირველი ნახევარი საქართველოს ენერგოსექტორისთვის აქტიური პერიოდი იყო - 6 თვეს “ნავთობისა და გაზის სააგენტო“ მიმოიხილავს.
სააგენტო წლის დასაწყისიდან მომხდარ მოვლენებს იხსენებს და ნავთობის გადამუშავების გაფართოებაზე აღნიშნავს.
წელი 9 იანვარს, ნავთობისა და გაზის სააგენტოს და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების გაფორმებით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სამგორის სამხრეთ თაღზე ორი ჭაბურღილის ბურღვის სამუშაოებს და მათ შესაძლო გამოყენებას მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის.
27 თებერვალს კი, სააგენტომ JSC ZD Navtbis Compania-ზე ნავთობის გადამუშავების ბიზნეს ლიცენზია გასცა, რითაც საქართველოში ნავთობის გადამუშავება გაფართოვდება.
უწყება აღნიშნავს, რომ ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების ლიცენზების ტენდერში, რომელიც 3 აპრილს დაიწყო, ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ წარადგინა წინადადება, რაც ხაზს უსვამს ბიზნესისთვის საქართველოს ღიაობას. ამ ტენდერის შედეგად, 22 მაისს სატენდერო კომისიამ რამდენიმე კომპანია დაასახელა:
V ბლოკი – Consortium of West Gulf Petroleum Engineering Company Ltd, and China New Star Energy Company (CNEC);
VIA ბლოკი – Consortium of LLC Georgia Coalition Energy Limited Company and CNEC;
VIB ბლოკი – Consortium of LLC Georgia Coalition Energy Limited Company and CNEC;
VIC ბლოკი – CBM Georgia Ltd;
XIF ბლოკი – Georgia Oil and Gas Ltd; Georgia New Ventures Inc.
წარმატებული კომპანიების უკან მსოფლიოს წამყვანი კომპანიები დგანან, რომლებიც მზად არიან საქართველოს ენერგეტიკის სექტორში $55 მილიონის ინვესტირება მოახდინონ.
ამავე პერიოდში, Vectra Petroleum Limited-მა და სააგენტომ გააფორმეს ცვლილებები პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში და შედეგად, Vectra Petroleum და NauticAwt Energy გურიის და აჭარის რაიონებში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაო პროგრამის მესამე ფაზას იწყებენ.
პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში ასევე ცვლილებები შევიდა სააგენტოსა და Jindal Petroleum Georgia Limited-ს შორის 8 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით, რაც IX, X and XIB ბლოკებზე, წილების Jindal Petroleum Georgia Limited-დან Schlumberger Rustaveli Company Limited-ზე (Schlumberger) გადაცემას ითვალისწინებს.
Schlumberger-ი სავალდებულო ინვესტიციების გეგმას მიყვა და წილობრივი განაწილების კონტრაქტში 100%-იანი ინტერესი მიიღო.
ამავე პერიოდში, XIA ბლოკზე Georgia Oil and Gas Limited და Trialeti Petroleum Limited-მა გამოიყენეს კონტრაქტით გათვალისწინებული უფლება, 2011 წლის 25 ნოემბრის პროდუქციის წილობრივი განაწილების კონტრაქტის შეწყვეტაზე და დაუყოვნებლივ აცნობეს სააგენტოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss