ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს პასუხობს
11 ივლისი, 2017, 13:56
თიბისი ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს პასუხობს

თბილისი (GBC) - "თაღლითობისთვის ნასამართლევმა ანზორ ქოქოლაძემ ისევ ცილისწამებას მიმართა", - ასე პასუხობს თიბისი ბანკი ბიზნესმენის მიერ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციას და ბრალდებას, რომ ხელისუფლება მამუკა ხაზარაძეს ლობირებს.

ბანკში ანზორ ქოქოლაძის გააქტიურებას  წინასაარჩევნო პერიორდს უკავშირებენ, მის განცხადებებს კი, ცილისმწამებლურს,

"როგორც ჩანს, ქოქოლაძე ითხოვს, სახელმწიფომ, კერძო ბიზნესმა და სასამართლომ - სამივემ აპატიოს მას ჩადენილი უკანონო ქმედებები და ცნოს „დაზარალებულად“, რაც ისეთივე უტოპიაა, როგორც სხვა მის მიერ გამოთქმული არაერთი განცხადება წლების განმავლობაში", - ნათქვამია ბანკის განცადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ  პროკურატურა ჯერ კიდევ იძიებს ქოქოლაძის მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეს, ამასთან ის ერთხელ უკვე ნასამართლევია თაღლითობისთვის. "ამ ფონზე, ქოქოლაძე გადაწყვეტილებას იღებს, ტრადიციულად, თავს დაესხას ისევ თიბისი ბანკს, რომელთან დავა „ელიტ-ელექტრონიქსის“ თემაზე მას უკვე სამი ინსტანციის სასამართლოში აქვს წაგებული". 

"საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქმის ნამდვილ არსს. თიბისი ბანკსა და ქოქოლაძეს შორის ერთადერთი კავშირი იყო სასესხო ხელშეკრულებები, რომელიც ეხებოდა „ელიტ-ელექტრონიქსს“ და რომელიც მან არაერთგზის დაარღვია - ბანკს რამდენიმე მილიონიანი ზარალი მიაყენა, რის გამოც, სხვა სამართლებრივ ქმედებებთან ერთად, საჭირო გახდა ელიტ-ელექტრონიქსის 55%-იანი წილის/აქციების რეალიზაცია, ხოლო შემდეგ კომპანიის გადასარჩენად სტრატეგიულ ინვესტორზე გასხვისება.

საზოგადოებამ იცის, რომ პროკურატურა ჯერ კიდევ იძიებს ქოქოლაძის მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეს, ამასთან ის ერთხელ უკვე ნასამართლევია თაღლითობისთვის. ამ ფონზე, ქოქოლაძე გადაწყვეტილებას იღებს, ტრადიციულად, თავს დაესხას ისევ თიბისი ბანკს, რომელთან დავა „ელიტ-ელექტრონიქსის“ თემაზე მას უკვე სამი ინსტანციის სასამართლოში აქვს წაგებული.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქმის ნამდვილ არსს. თიბისი ბანკსა და ქოქოლაძეს შორის ერთადერთი კავშირი იყო სასესხო ხელშეკრულებები, რომელიც ეხებოდა „ელიტ-ელექტრონიქსს“ და რომელიც მან არაერთგზის დაარღვია - ბანკს რამდენიმე მილიონიანი ზარალი მიაყენა, რის გამოც, სხვა სამართლებრივ ქმედებებთან ერთად, საჭირო გახდა ელიტ-ელექტრონიქსის 55%-იანი წილის/აქციების რეალიზაცია, ხოლო შემდეგ კომპანიის გადასარჩენად სტრატეგიულ ინვესტორზე გასხვისება.

ქოქოლაძის განცხადებები ყოველგვარ კანონიერ საფუძველსაა მოკლებულია და შორს არის ლოგიკური, საღი აზრისგან", - ნათქვამია თიბისი ბანკის განცხადებაში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები