| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პროკრედიტ ბანკი ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს.
ბანკმა სათაო ოფისის მინის სახურავზე მზის პანელები უნდა დაამონტაჟოს და გამომუშავებული ელექტროენერგიით მოხმარების 10% დაზოგოს.
კონტრაქტორს და კონსტრუქტორს ბანკი ტენდერით შეარჩევს. Solar Panel-ის წარმოების და ექსპლუატაციის გამოცდილების მქონე კომპანიამ განაცხადი 28 ივლისამდე უნდა წარადგინოს tenders@procreditbank.ge.
სისტემა მონტაჟდება სათაო ოფისის სახურავზე (ყაზბეგის 21), ენერგოდამზოგი ტექნოლოგიით აგებულ შენობაში, დებალემისიური მინის გადახურვით, სადაც მთავარი ოფისი 2011 წელს გადავიდა. მზის პანელი ბუნებრივი პირობების უფრო მეტად გამოყენებას ემსახურება, ჟალუზის და ამასთან, მაქსიმალური განათების შენარჩუნების ბალანსის დაცვით.
სათაო ოფისის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული ატრიუმი მშვიდ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროს, სახურავზე მინიელექტროსადგურის მოწყობის შემდეგაც შეინარჩუნებს.
საქართველოს საბანკო სივრცეში პროკრედიტ ბანკი გარემოსდაცვითი მენეჯმენტით (დაკრედიტებისას ეკოლოგიური და სოციალური რისკების მართვა, მწვანე დაფინანსება) ISO სერტიფიკატის პირველი მფლობელია.
გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის აუდიტი, 2016 წელს შვეიცარიულმა კომპანიამ SGS-მა (Société Générale de Surveillance) განახორციელა და ISO 14001:2015-ის სტანდარტთან სრული შესაბამისობა დაადასტურა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss