| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სემეკ-მა „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“-ის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ამ საკითხზე კომისიაში მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადა 31 ივლისი, გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა კი 19 ნოემბერია, - ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ სწორედ „ხრამჰესების“ ტარიფები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც რუსულმა „ინტერ რაომ“ საქართველოს წინააღმდეგ სტოკჰოლმის არბიტრაჟში დავა დაიწყო. საუბარია ლარის გაუფასურებით მიყენებული დანაკლისის კომპენსირებაზე. „ინტერ რაო“ არსებული ინფორმაციით, მთავრობისგან 125 მილიონ დოლარს ითხოვს. „ხრამჰესების“ გარდა, საუბარია „თელასის“ ტარიფებზეც.
ამ ეტაპზე უცნობია, მოახდენს თუ არა გავლენას სემეკ-ის გადაწყვეტილება მთავრობისა და „ინტერ რაოს“ სასამართლო დავაზე. ამ პროცესებს შორის კავშირს არ ადასტურებენ „ხრამჰესში“.
„ინტერ რაოს" ინფორმაციით კი, ივნისში შეტანილი სარჩელის შემდეგ, დამატებითი მოლაპარაკებები არ გამართულა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss