| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 18 ივლისს, 13:00-ზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმი გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გახსნიან.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადებით, ბიზნეს-ფორუმის მიზანი საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარებაა.
ფორუმის პირველ ნაწილში დაგეგმილია პრეზენტაციები საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ტურისტული პოტენციალის, ქართულ-უკრაინული თანამშრომლობის პერსპექტივებისა და საპარტნიორო ფონდის პროექტების შესახებ.
ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართული და უკრაინული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მოლაპარაკებები გამართონ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
უკრაინის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: მეწარმე სუბიექტების საქმიანობის ხელშემწყობი ორგანიზაციები, პარფიუმერიისა და კოსმეტიკური საშუალებების წარმოება, დიეტური კვება, ფარმაცევტიკა, შესაფუთი მასალები, მარცვლეულის გადამუშავება და ექსპორტი, სამშენებლო, სამხედრო ტექნიკის წარმოება, ელექტრო, სატვირთო, ამწეებისა და ფოლადის წარმოება, შავი და ფერადი ლითონის წარმოება და სხვ.
ფორუმში და ბიზნესის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდის საშუალებით: www.gcci.ge
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss