ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჰიგიენური საშუალებების რეკლამა სატელევიზიო სივრცეში მეოთხე ადგილზეა
მარიამ მინაძე
4 ივლისი, 2017, 16:25
ჰიგიენური საშუალებების რეკლამა  სატელევიზიო სივრცეში მეოთხე ადგილზეა

თბილისი (GBC) - ჰიგიენის ინდუსტრია ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიაა მსოფლიოში, ყოველწლიურად ხდება ახალი პროდუქტების შექმნა და წარმოება. მათ რეკლამირებას კი საყოველთაოდ ცნობილ ადამიანებს ანდობენ, რაც ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს პროდუქციის გაყიდვების წარმატებას.

სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგის ფარგლებში, IPM -მა 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემები მიმოიხილა.

კერძოდ, სატელევიზიო ეთერში რეკლამების გასვლების რაოდენობით, ჰიგიენის ინდუსტრიას საკმაოდ მაღალი წილი უჭირავს - 8,3% და ის ამ მონაცემით, ლიდერ ოთხეულში ხვდება.

მთლიანად სატელევიზიო სივრცეში ჰიგიენის სექტორში განთავსდა 14 378 სარეკლამო რგოლი, აქედან ლიდერ კატეგორიას წარმოადგენს საბავშვო პროდუქციის კატეგორია, მისი წილი სექტორიდან არის - 33,57%. პირის ღრუს საშუალებების წილი 27%-ია, ხოლო შამპუნისა და საპონის რეკლამის წილი 19%.

რაც შეეხება სხვა ჰიგიენური საშუალებების რეკლამის წილს 9%-ია, წვერის საპარსი საშუალებების 6%, ქაღალდის ჰიგიენური საშუალებების 4%, ხოლო პარსვის შემდეგ საშუალებების 1%. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები