ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
H&M: როგორც იქნა, საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით!
4 ივლისი, 2017, 11:57
H&M: როგორც იქნა, საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით!

თბილისი (GBC) - H & M Hennes & Mauritz AB (H&M) თბილისის პირველი მაღაზიის კარს „გალერია თბილისში“, 2017 წლის შემოდგომაზე გახსნის.

შვედური კომპანიის ცნობით, სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე  განთავსებული პირველი ქართული H&M მომხმარებლებს შესთავაზებს ტრენდულ სამოსსა და ხარისხს საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის.

„ძალიან გვიხარია, რომ როგორც იქნა, საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით! ჩვენთვის დიდი პატივია, თბილისელ მოდის მოყვარულებსა და ჩვენს მომავალ მომხმარებლებს ახალი სტილის პოვნისა და რაციონალური შოპინგის საშუალება მივცეთ და მოდაში საკუთარი განაცხადის გაკეთებაში დავეხმაროთ“, – აღნიშნავს კლაუდია ოსვალდი, H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, სლოვენიაში, ხორვატიაში, სერბეთსა და საქართველოში.

პირველ თბილისურ მაღაზიაში უახლესი, ხელმისაწვდომი ტრენდებისა და ყველა სეზონის ფავორიტი Basics-ის ფართო არჩევანი და საუკეთესო ფასები იქნება. H&M-ში ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და თეთრეულის სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი.

"ქალების კოლექცია შემოდგომას განსაკუთრებული მრავალფეროვნებით შეეგებება. მნიშვნელობა არ აქვს, გლამურს ეძებთ თუ კომფორტს, 80-იანები გხიბლავთ თუ 90-იანები, ქალური სტილი გიზიდავთ თუ ტომბოის შარმი – ეს სეზონი ყველანაირი გემოვნების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

მამაკაცები კი პერსონალურ სტილს მოირგებენ – კოლექცია მიმზიდველ და პრაქტიკულ ტანისამოსს გააერთიანებს და თანამედროვე მამაკაცებისათვის სრულყოფილ გარდერობს შექმნის", - აცხადებენ ცნობილ რითეილერში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები