| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "ტურიზმის განვითარების ფონდი" "პანორამა თბილისის" პროექტით მოქალაქე ლეგი კალანდაძის დაზარალებას უარყოფს.
ფონდი ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის სიუჟეტს ეხმაურება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ე.წ. „პანორამა თბილისის“ მშენებლობის გამო ლეგი კალანდაძეს ქონება წაართვეს.
"საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი არავითარ ინფორმაციას არ ფლობს ლეგი კალანდაძის შესახებ, აღნიშულ პიროვნებას ან რაიმე საკითხს მასთან მიმართებაში არავითარი კავშირი არ აქვს თავისუფლების მოედანთან მშენებარე პროექტთან. თავისუფლების მოედანთან არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვა მოხდა 2014 წელს,
აღნიშნული ნაკვეთი შეძენილ იქნა შენობა-ნაგებობის გარეშე, შესაბამისად დემონტაჟი ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება განხორციელდა ნასყიდობამდე, აქედან
გამომდინარე, ლეგი კალანდაძის ქონების წართმევა ან უგულველყოფა, ტურიზმის
განვითარების ფონდის მიერ, საფუძველს მოკლებულია. გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თავისუფლების მოედანთან 7 ვარსკვლავიანი საერთაშორისო, უმაღლესი კლასის სასტუმროს მშენებლობა ყველა კანონის, ნორმისა და პროცედურების დაცვით მიმდინარეობს", - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss