ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
KTW პეკინში სავაჭრო წარმომადგენელს ეძებს
4 ივლისი, 2017, 10:42
KTW პეკინში სავაჭრო წარმომადგენელს ეძებს

თბილისი (GBC) - "კახური ტრადიციული მეღვინეობა" (KTW) ჩინეთის ბაზარზე პოზიციების გამყარებას გეგმავს. 

კომპანია ჩინეთში სავაჭრო წარმომადგენელს ეძებს და ამ მიზნით ვაკანსიაც გამოაქვეყნა. განაცხადების მიღება 3 აგვისტოს მთავრდება. 

ახალმა მენეჯერმა ჩინური ბაზრის კვლევა/ანალიზი უნდა ჩაატაროს, მარკეტინგული აქტივობები დაგეგმოს, მათ შორის მოაწყოს შეხვედრები, დეგუსტაციები, ასევე მოახდინოს პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერა, ურთიერთობების გაღრმავება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ KTW ერთ-ერთი პირველი ქართველი მწარმოებელია, რომელმაც ჩინეთის ბაზარზე ღვინის მსხვილი პარტიის მიწოდება დაიწყო. 

გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ შემოდგომამდე ჩინეთის 25 პროვინციაში 1 მლნ ბოთლი ჭაჭის, ბრენდისა და ღვინის გადაზიდვა უნდა მოახდინოს.

აპრილში ჩინეთის ბაზარზე გაიტანა ექსპორტის ლიდერი ქართული ბრენდი “ძველი კახეთი”.  

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები