ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს ყაზახური ბიზნესდელეგაცია სტუმრობს
4 ივლისი, 2017, 00:23
საქართველოს ყაზახური ბიზნესდელეგაცია სტუმრობს

თბილისი (GBC) - თბილისმა საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმს უმასპინძლა. 

 ყაზახეთის ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტს ორგანიზება  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ,  სს „ყაზახ-ინვესტმა“ და ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციების და განვითარების სამინისტრომ გაუწიეს.   

ღონისძიება  ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა საქართველოში- ერმუხამეტ ერტისბაევმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა- ნინო ჩიქოვანმა გახსნეს.  პირველ ნაწილში გაკეთდა   ყაზახური კომპანიების პრეზენტაციები, ღონისძიების მეორე ნაწილში კი ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორებს საშუალება ჰქონდათ  ორმხრივი შეხვედრები გაემართათ  და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან ესაუბრათ.

ყაზახურ ბიზნეს-დელეგაციაში რამდენიმე სექტორი იყო  წარმოდგენილი: საკვები პროდუქტები, სამშენებლო მასალები, საინჟინრო სექტორი, ფარმაცევტიკა, მეტალურგია, შეფუთვა  და ქიმწმენდა. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 20-მდე ყაზახური კომპანია ჩამოვიდა.   ფორუმზე დასწრებისა და ბიზნესის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 75-მდე ქართულმა კომპანიამ გამოთქვა.

ბიზნეს ფორუმი პარალელურად, ყაზახეთის ბიზნეს-დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს სახელმწიფო ორგანოებთან. ერთ-ერთი მთავარი თემა  სახელმწიფო შესყიდვებში ყაზახური კომპანიების მონაწილეობაა.  ასევე, იგეგმება შეხვედრა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ- დიმიტრი ქუმსიშვილთან. ყაზახურ მხარეს ასევე ექნება შესაძლებლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში აქვაკულტურის თემაზე შეხვედრა გამართოს.

საკვები სურსათის შესაფუთი მასალის მწარმოებელი კომპანიები სამომავლო  თანამშრომლობაზე სამსჯელოდ  საპრეზენტაციო შეხვედრას გამართავენ „გუდვილი-დიღომი“-ს წარმომადგენლებთან.

ეს უკვე მეოთხე ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში „ყაზახ ინვესტის“ ხელშეწყობით ტარდება. ჩატარებული სამი ღონისძიების შედეგად ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის 10 მილიონ ამერიკულ დოლარამდე ღირებულების კონტაქტები გაფორმდა.

2016 წლის მონაცემებით,  საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 41,2 მლნ. ამერიკულ დოლარს აღწევდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები