ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ირაკლი გილაური: BGEO ქვეყანაში №1  ინვესტორი გახდება
ნინო შუბითიძე
3 ივლისი, 2017, 18:01
ირაკლი გილაური: BGEO ქვეყანაში №1  ინვესტორი გახდება

თბილისი (GBC) –„საქართველოს ბანკი“ ჰოლდინგურ შეზღუდვებს ევროპასთან დაახლოების ამბიციით ამართლებს. 

ბანკის CEO  კახა კიკნაველიძე საფინანსო სექტორის ზედამხედველობაში დაგეგმილ ახალ სტანდარტებს აშშ-სა და სხვა  განვითარებულ ბაზრებთან  მიმართებაში იხილავს. აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით  საქართველო  უფრო და უფრო სცილდება განვითარებად სამყაროს.

BGEO ჯგუფის საინვესტიციოდ და საბანკოდ  გაყოფის პრეზენტაციაზე, კახა კიკნაველიძემ  განაცხადა, რომ   ჯგუფის მიმართ  ყველა უხერხული კითხვა საბოლოოდ მოიხსნება. მოიხსნება ის უხერხულობები, რაც პორტფელური  კომპანიების დაფინანსებისას წარმოიქმნებოდა, თუმცა ამასთან, აღნიშნა, რომ კითხვების საფუძველი რეალურად არც დღეს და არც აქამდე არსებობდა.

„BGEO ინვესტმენტის“  გენერალურმა დირექტორმა (მომავალში) ირაკლი გილაურმა  განაცხადა, რომ  ზედამხედველობა საბანკო სექტორის სტაბილურობისთვისაა და ჯგუფის დაყოფაც ამას სულაც არ უკავშირდება. 

საინვესტიციო კომპანიამ  საინვესტიციო მანდატის სრულად დაუფლების შემდეგ უნდა მოიცვას ყველა დარგი.  BGEO ქვეყანაში №1  ინვესტორი უნდა გახდეს. ინვესტირება; ინსტიტუციონალიზაცია;  კაპიტალიზაციის გაზრდა, მიმზიდველ აქტივად ჩამოყალიბება და გაყიდვა, - ირაკლი გილაურმა კომპანიის საქმიანობის მთავარი ეტაპები გამოყო.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები