| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი წყარო BGEO Group გაყოფის შემდეგ ლონდინის საფონდო ბირჟაზე 3 კომპანიით იქნება წარმოდგენილი.
ჯგუფი ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით გააგრძელებს, ერთი Bank of Georgia Group, ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესი BGEO Investments იქნება. მათთან ერთად ლონდონში უკვე დალისტულია "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი", მომავალში კი, მათ ენერგო აქტივების, GWP-ს, რუსთავისა და მცხეთის წყლები მფლობელი Georgia Global Utilities შეემატება, რომლის დამოუკიდებელ IPO-ს BGEO Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური 2019 -2020 წლისთვის ვარაუდობს.
BGEO-ს დღევანდელი გადაწყვეტილება კომპანიის აქციონერთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგ გაყოფის რამდენიმეთვიანი პროცესი დაიწყება, რომელიც სავარაუდოდ, 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ BGEO Investments მოიცავს: 57% წილს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ (GHG), კომპანიას „ჯორჯია გლობალ იუთილითის“ (GGU), კომპანიას „m2 უძრავი ქონება“, 72% წილს „თელიანი ველი“-ში, სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ და ასევე მცირე, 9.9% წილს საქართველოს ბანკში.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, BGEO-ს აქციები ლონდონში 4%-ზე მეტად გაძვირდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss