| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის პორტის ოპერატორი ნავსადგურის გახსნიდან 20 წლის განმავლობაში იქნება, - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა Business Time-ს განუცხადა.
ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ SSA Marine არჩეული იყო მისი გამოცდილებაზე და ერთობლივად მიღწეული პირობების გათვალისწინებით.
„უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი პორტოპერატორია და მისი ქართულ პროექტში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი და საეტაპო მოვლენაა“ - განაცხადა ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ SSA Marine-ი აკეთებს საკმაოდ დიდ ინვესტიციას პროექტში და ხდება კონსორციუმის აქციონერი.
მისი თქმით, ტერმინალ ოპერატორს დაეკისრება ტერმინალის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ოპერირება, კონსორციუმში ინვესტირება, ადგილობრივი მუშახელის ტრეინინგი, დასაქმება და ა.შ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალი 2020 წელს გაიხსნება. შესაბამისად, არსებული პროგნოზით, ტერმინალის სრული დატვირთვა იგეგმება – ტერმინალის გაშვებიდან 7-8 წელიწადში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss