ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თეგეტა მოტორსი კამპანიის  #სადაცარუნდამიდიოდე ფარგლებში ახალ აქციას აცხადებს
3 ივლისი, 2017, 11:39
თეგეტა მოტორსი კამპანიის  #სადაცარუნდამიდიოდე ფარგლებში ახალ აქციას აცხადებს

თბილისი (GBC) - თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე,  „თეგეტა”  საზაფხულო კამპანიის ფარგლებში #სადაცარუნდამიდიოდე  გთავაზობთ ახალ აქციას Shell -ის ბრენდის  პრემიუმ კლასის ძრავის ზეთზე Shell Helix Ultra.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული აქციის ფარგლებში, ყოველი 4 ან მეტი ლიტრი Shell Helix Ultra-ს საავტომობილო ძრავის ზეთის შეძენისას, საჩუქრად გადმოგეცემათ მზის ამრეკლი ავტომობილის საქარე მინისთვის და ამასთანავე ყოველი მე-10 მომხარებელი დასაჩუქრდება მობილური ტელეფონის უსადენო დამტენით.

აქცია მოქმედებს  31 ივლისის ჩათვლით, „თეგეტას“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, ახალციხის, ახალქალაქის, მარნეულის, გორისა და თელავის სერვის ცენტრებში.

კომპანიაში ამბობენ, რომ Shell-ი ნომერ პირველი საცხებ-საპოხი მასალის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც  100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Shell-ი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, პრემიუმ ხარისხს და წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. Shell-ი უკვე 10 წელია დასახელებულია ლიდერ ბრენდად საქართველოში. მისი საცხებ-საპოხი მასალები, აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან.

Shell-ის  საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus, და სხვ. Shell-ი ოფიციალურად რეკომენდირებულია: მერსედესის, მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტო მწარმოებლების მიერ. Shell-ი ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია მრავალი წლის განმავლობაში. „თეგეტა მოტორსი“  Shell-ის საცხებ-საპოხი  მასალის ექსკლუზიური დილერია საქართველოში.

 „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.  „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების,  ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში.

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები