| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 1 ივლისიდან, პროფესიული მომსახურების ფირმა PwC -ს პირველი ქართველი პარტნიორი ჰყავს - ლაშა ჯანელიძე, რომელიც კომპანიის აუდიტის პარტნიორი გახდა.
PwC საქართველოში ამბობენ, რომ ლაშა ჯანელიძე დაარსების პირველივე დღიდან, აქტიურად ზრუნავდა ფირმის განვითარებაზე და უდიდესი წვლილი მიუძღვის მის დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბებაში.
“ახალი პარტნიორის მიღება PwC-ის პრაქტიკის ზრდისა და განვითარების კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ხალხის კარიერაში! PwC-ის პარტნიორები წარმოადგენენ ღირსეულ ხელმძღვანელებს, რომელთა მოწოდება საკუთარი თავის და გუნდის წევრების განვითარებაა. მინდა გულწრფელად მივულოცო ლაშას და PwC საქართველოს“, - აცხადებს ოლგა გრიგიერ სიდონი, PwC, აღმასრულებელი დირექტორი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ჯანელიძეს სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვან ქართულ კომპანიებთან მუშაობის, 15 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. იგი არის სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის დიპლომირებული წევრი.
“ლაშა 2005 წლის ივლისიდან ჩართულია PwC საქართველოს ოფისის განვითარების პროცესებში. ნამდვილად ისტორიული მომენტია, რადგან იგი ფრაისვოთერჰაუსკუპერსის პირველი პარტნიორია. ვამაყობ ჩემს გუნდთან ერთად და დარწმუნებული ვარ ლაშა ჯანელიძე, პარტნიორი თავისი ჩვეული პროფესიონალიზმით განაგრძობს PwC-ის შემდგომ ზრდას განვითარებას საქართველოს ბაზარზე“. - მიიჩნევს ალტაფ ტაპია,PwC საქართველოს მმართველი პარტნიორი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss