| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს დადებითად აფასებს.
როგორც ირაკლი კოვზანაძემ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ფინანსთა სამინისტრომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებები შეასრულა. ამასთან გასულ წელს მთავრობას საბიუჯეტო პოლიტიკის სრულყოფის, ასევე ფისკალური დისციპლინის განმტკიცების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა.
მომავალი წლის ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებით კი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის ტრიბუნიდან მთავრობას წინადადებითაც მიმართა: „მაქვს გარკვეული წინადადებები. როგორც დღევანდელმა განხილვამ და დასმულმა კითხვებმაც აჩვენა, უკეთესი იქნება თუ მომავალში ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ბიუჯეტის შესრულების კუთხით, არამედ მოხდება მიღწეული პროგრესის პრეზენტაცია იმ დარგების მიხედვით, სადაც იხარჯება ბიუჯეტის სახსრები: უამრავი პროგრესი გვაქვს, მაგალითად: ინფრასტურქტურის, ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის კუთხით. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიარდ 300 მილიონზე მეტი ლარი დახარჯა. ამიტომ ვფიქრობ, არამარტო პარლამენტის წევრებისთვის, არამედ მოსახლეობისთვისაც გაცილებით საინტერესო და მისაღები იქნება, თუ მომავალ წელს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ცალკეული დარგების მიხედვითაც მოვისმენთ“.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss