ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
Stadler-ი საქართველოდან საექსპორტო შეკვეთების შესრულებას გეგმავს
30 ივნისი, 2017, 13:49
Stadler-ი საქართველოდან საექსპორტო შეკვეთების შესრულებას გეგმავს

თბილისი (GBC) - მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული Stadler Rail AG  საქართველოში ქარხნის აშენების პერსპექტივას განიხილავს, - მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, კომპანია საქართველოში ინვესტირების მზადყოფნას გამოთქვამს, „შტადლერის" პრეზიდენტმა პიტერ შპულერმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოაწერეს ხელი.

მემორანდუმით, კომპანია გამოხატავს მზადყოფნას, განახორციელოს საქართველოში ინვესტიცია, კერძოდ, გახსნას თავისი რეგიონალური შვილობილი კომპანია, რომელიც მატარებლებს და მატარებლის ვაგონებს ააწყობს და ექსპლუატაციაში ჩაუშვებს.

ქარხანა შეძლებს როგორც ახალი მატარებლების და მატარებლის ვაგონების წარმოებას, ასევე - სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და იმუშავებს ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით - საექსპორტო შეკვეთებზე. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „შტადლერი“ საქართველოშია. ის შემოდის  ახალი ტექნოლოგიებით, მენეჯმენტით, რაც მთავარია, შემოდის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის  ბრენდი, რომლის მიმართ ნდობაც ძალიან მაღალია.  ეს კიდევ ერთ დამატებით ფაქტორს შექმნის იმისთვის, რომ   გაიზარდოს საექსპორტო პოტენციალი  და გავიდეთ რეგიონის ბაზრებზე.  გარდა ამისა, კომპანიის შემოსვლა მოგვცემს საშუალებას,  მოვემსახუროთ მოძრავი შემადგენლობის  პარკს, განვაახლოთ ეს პარკი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია  ზოგადად სარკინიგზო ბიზნესისა და დარგის  მოდერნიზაციისთვის.  „შტადლერის“საქართველოში შემოსვლა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი  ისტორიული მოვლენა“ - აღნიშნა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კოკა გუნცაძემ.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, წარმოების სქემის შედგენისა და ბაზრის კვლევის პროცესების გათვალისწინებით, წარმოების დაწყება დაახლოებით მომავალი წლის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი იქნება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები