ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დეტალები გასაჯაროვდა
29 ივნისი, 2017, 17:40
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დეტალები გასაჯაროვდა

თბილისი (GBC) - საქართველო - ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რატიფიცირებისთვის პარლამენტს წარედგინა -  http://info.parliament.ge/#law-drafting/14159

 დოკუმენტი 967 გვერდიანიანია და ძალაშია მხოლოდ დანართებთან ერთად.  მისი შეწყვეტა ერთ-ერთი მხარის მიერ წერილობითი გაფრთხილებიდან 180 დღის შემდეგ არის შესაძლებელი. 

ხელშეკრულება ითვალისწინებს რიგ შემთხვევაში სასაქონლო ნომენკლატურის ნაწილზე ტარიფების პირველივე წელს განულებას.   ზოგიერთ საქონელზე კი, საბაჟო ტარიფები ეტაპობრივად შემცირდება და მეხუთე წელს 0%- ს მიუახლოვდება.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს.

ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 % გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს, ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს ისედაც ძალიან ლიბერალური სატარიფო პოლიტიკა აქვს, რომლის ფარგლებშიც მაქსიმალურად იქნა დაცული ადგილობრივი მწარმოებლები. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა.

რაც შეეხება შეთანხმების რატიფიცირებას, ის საშემოდგომო სესიაზე მოხდება,  6 ოქტომბრამდე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები