ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბორჯომ -ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
29 ივნისი, 2017, 16:35
ბორჯომ -ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

თბილისი (GBC) - ბორჯომ -ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი კომპლექსური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

მასთან ერთად, კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭება  სარკინიგზო ხაზის გასწვრი არსებულ სადგურებს, წაღვერი -ცემის სარკინიგზო ხიდს და  პორტერის ტიპის ორთქლმავალს. 

აღსანიშნავია, რომ  რომანოვებმა ახალი ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის - ბორჯომი-ბაკურიანის მშენებლობა, ხაშურ-ბორჯომის რკინიგზის მონაკვეთის გაყვანის შემდეგ, 1897 წელს წამოიწყეს.

მშენებლობის პროცესში კურორტ წაღვერთან საჭირო გახდა ხიდი, რომელიც მიხეილ რომანოვმა ალექსანდრ გუსტავ-ეიფელს შეუკვეთა. დიდი ფრანგი არქიტექტორის მიერ კონსტრუირებული ნაგებობა საქართველოში 1902 წელს ჩამოიტანეს და მდინარე ცემისწყალზე გადეს. მაღალმთიან რაიონებში კურსირებისთვის საგანგებოდ ინგლისიდან ჩამოიყვანეს „პორტერის“ ტიპის ორთქლმავალი -  „კუკუშკა“. მართალია, 1967 წლიდან პატარა ორთქლმავალი ელექტრომატარებელმა შეცვალა, თუმცა ჩვეულებისამებრ ხალხი მასაც "კუკუშკას" ეძახის.

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის  სიგრძე შეადგენს 38 კმ-ს და სიგანე 900 მმ-ს. იმის გამო, რომ გზაზე არის მრავალი სირთულე და მოსახვევი, მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 2.5 საათს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები