ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს სომხეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სურს
29 ივნისი, 2017, 13:27
საქართველოს სომხეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სურს

თბილისი (GBC) -  „საქართველოსა და სომხეთს აქვს ორმხრივი სავაჭრო ურთერთობების განვითარების დიდი პოტენციალი და ჩვენ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ერევანში სომხეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრთან, სურენ კარაიანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს და განიხილეს ორმხრივი  და საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობის მნიშვნელოვანი საკითხები.

გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით 29 ივნისს ერევანში იმართება.

მინისტრის განცხადებით, პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გახდნენ მიმზიდველი პლატფორმა დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ვაჭრობისთვის. გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის მთავრობებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი კერძო კომპანიებს მნიშვნელოვან სავაჭრო ბაზრებზე გასვლისა და დივერსიფიკაციის პროცესებში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები