| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო მსხვილი სახელმწიფო კომპანიების წილების გასხვისების გეგმას უბრუნდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს, რომელმაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან ინტერვიუ ჩაწერა.
გავლენიან სააგენტოსთან გიორგი გახარია ამბობს, საზღვარგარეთ კომპანიების წილების საჯარო შეთავაზება არახელსაყრელი საბაზრო კონიუნქტურის გამო შეაჩერეს.
"ასეთმა ვითარებამ შეცვალა მთავრობამ პირველადი გეგმა, რაც საზღვარგარეთ, "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" 25% -იანი წილის და გადაზიდვებში მონოპოლისტი "საქართველოს რკინიგზის" აქციების საჯარო შეთავაზებას გულისხმობდა", - ამბობს მინისტრი.
გიორგი გახარია Reuters -თან ეკონომიკის ზრდაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს აქვს შანსი დაგეგმილ 4%-იან ზრდას მიაღწიოს. ზრდის ხელშემწყობად კერძო სექტორის "კარგად განვითარებას" და ინფრასტრუქტურულ პროექტებში გაზრდილ სახელმწიფო ხარჯებს ასახელებს.
უცხოურ ინვესტიციებზე საუბრისას გახარია ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მთავრობისთვის, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის მსხვილი ინვესტორი BP უკვე ასრულებს სამხრეთკავკასიური გაზსადენის გაფართოებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss