| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რუსული ნავთობგიგნატი "როსნეფტი" Petrocas-ის ფოთის ტერმინალში საკონტროლო პაკეტი შეძენას აპირებს.
წყაროს კონფიდენციალობის დაცვით ეს ინფორმაცია პარლამენტში რომან გოცირიძემ კოლეგებს აცნობა და ხელისუფლებას დაუყოვნებლივი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისკენ მოუწოდა, რაც რეაქცია უნდა იყოს "რუსეთის მხრიდან ქვეყნის აბუჩად აგდების მუდმივ მცდელობაზე".
რომან გოცირიძემ "როსნეფტის" და სამხრეთ ოსეთის ე.წ მმართველის სოჭში მიღებულ გადაწყვეტილებაზეც განაცხადა, "როსნეფტის" ცხინვალში საქმიანობის დაწყებაზე.
აღსანიშნავია, რომ "როსნეფტი" საქართველოთი დაინტერესებულია. რუსულმა კომპანიამ 2014 წელს Petrocas Energy Limited-ის 49%-იანი წილი იყიდა, რაშიც ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს 144 მლნ აშშ დოლარი გადაუხადა.
ასევე თავად "როსნეფტმა" განაცხადა, რომ სამხრეთკავკასიურ დერეფნს თურქეთისთვის ნავთობპროდუქტების მისაწოდებლად იყენებს. ასევე იყო საუბარი, რომ Petrocas-ი და მისი თანამფლობელი “როსნეფტი” ირანში ნავთობპროდუქტების მიწოდებას 2017 წლიდან საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით გეგმავდა.
როგორც არე Petrocas Energy Group-ის გენერალურმა დირექტორმა ვანო ნაკაიძემ განაცხადა, Petrocas-ი განიხილავდა სამხრეთ -კავკასიური სატრანსპორტო დერეფანის გავლით ლოგისტიკური ტერმინალის მშენებლობას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss