| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- უკვე რამდენიმე თვეა სავაჭრო სახლ „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები დაზარალებული სტატუსის მიღებას ელიან.
სააქციო საზოგადოებაში ამბობენ, რომ სტატუსის არმინიჭებით მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.
ოფიციალურად დადგინდა, რომ სააქციო საზოგადოება ბავშვთა სამყარო მიიღო 19 მილიონი ლარის ზიანი, რის საფუძველზე არ განიჭებთ პროკურატურა დაზარლებულის სტატუს?
-აქ საქმე გვაქვს ერთი შეხედვით სასაცილო, მაგრამ საკმაოდ სერიოზულ პრობლემასთან. ჩვენ როდესაც მივმართეთ პროკურატურას სააქციო საზოგადოების დაზარალბულად ცნობაზე მივიღეთ პასუხი, რომ მიმდინარეობს გამოძიება. პროკურატურამ ის ადამიანები რომლებსაც იჯარით ქონდათ აღებული ფართები, მაგალითად 5-6 კვ.მ ცნო დაზარალებულად და სააქციო საზოგადოება როელსაც ყავს 95 აქციონერი და დაეწვა 19 მილიონის ქონება ჩათვალა, რომ არაა დაზარალებული. გამოდის, რომ სააქციო საზოგადოებამ საკუთარი ხელით გაანადგურა ამდენი მილიონის ქონება, შენობა მიიყვანა გამოუსადეგარ მდგომარეობამდე, აქციონერებს, გარდა უძრავი ქონებისა, მიადგათ უდიდესი მატერიალური ზიანი, გაუნადგურდათ საქონელი და არაა დაზარალებული?! საკმაოდ საინეტერესო ფაქტია, მაგალითად, ქეთევან ჯანიაშვილი, რომელიც არის აქციონერი და ამავე დროს იყო მოიჯარე და მას გარდა ქონებისა დაეწვა 137 ათასი ლარის საქოქნელი არაა ცნობილი გამოძიების მხრიდან დაზარალებულად. რა გამოდის ახლა, რომ ამ ადამიანმა დაკარგა ყველაფერი და პროკურატურა ვერ ადგენს ამ ქალს უნდა მიანიჭოს თუ არა დაზარალებულის სტატუსი?! მაშინ როცა ადამიანებს რომლებიც არ იყენებდენ სალარო აპარტებს, არა აქვთ საგადასახადო დოკუმენტაცია, თუ რამდენს ვაჭრობდნენ, რა საქონელი ქონდათ და.აშ მომენტალურად ანიჭებენ დაზრალებულის სტატუს და ქეთევან ჯანიაშვილს, რომელსაც ქონდა 60კვ.მ ფართი და მისი ბრუნვები დასტურდება შემოსავლების სამსახურში არსებული დოკუმენტაციით ტოვებენ სტატუსის გარეშე.
რასთან გვაქვს საქმე მაშინ?
-ჩემი აზრით პროკურატურა მოქმედებს პრინციპით, რომ ვინც იღებს ხმას, აწყობს აქციებს, საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებს გამოძიებას მათ უკმაყოფილებს მოთხოვნებს. სააქციო საოზგადოება ბავშვთა სამყაროს კი უკეთებს იგნორს, სააქციო საზოგადოების წევრებმა წერილობით მოითხოვეს საზოგადოების დაზარალებულად ცნობა, თუმცა როგორც ვატყობთ ეს საკმარისი მეთოდი არ აღმოჩნდა ამ შემთხვევაში. უახლოეს მომავალში თუ პროკურატურა სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ არ ცნობს დაზარალებულად, უკვე იძულებული ვიქნებით სხვა ზომებს მივმართოთ.
გამოუვალ მდომარეობაზე საუბრობს „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერი და მოიჯარე ქეთევან ჯანიაშვილი:
-დამეწვა 137 ათასი ლარის საქონელი,მქონდა 60 კვადრატული ფართი. ჩემი ყოველთვიური ნავაჭრის შესახებ ინფორმაცია ინახება შემოსავლების სამსახურში და ამის გადამოწმება ძალიან მარტივია, მაგრამ დღემდე გაუგებარია რატომ არ მანიჭებენ დაზარალებულის სტატუსს. ასევე ვარ აქციონერი და არც სააქციო საზოგადეობას აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. ეხლა უკვე ვეღარ გავიგე რა უნდა ვქნა, დავკარგე საქონელი, როგორც აქციონერს გამინადგურდა შენობა, აქედანაც ზიანი მომადგა და ვერ გაარკვიეს მეკუთვნის თუ არა დაზარალებულის სტატუსი. ახლა ვარ საერთოდ გაჩერებული და ველოდები, რომ ან პირადად მივიღო დაზარალებულის სტატუსი ან გამოძიებამ სააქციო საზოგადოებას მიანიჭოს სტატუსი, რომ სადაზღვევომ მაინც აგვინაზღაუროს ის თანხა რაც დაზღვევით გვეკუთვნის, რომ ისევ ნულიდან დავიწყოთ საქმის კეთება. უკვე 5 თვეა ველოდები ზარს პროკურატურიდან, რომ დამირეკოს გამომძიებელმა ირმა შონიამ. ჯერჯერობით არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. ჩემი შემოსავალი დღეს არის ნული და ამ ფონზე სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს სტატუსიც კი არ მაქვს, თან მე ხომ ამ ყველაფერს ჰაერზე არ ვლაპარაკობ, ყველაფერი დასტურდება დოკუმენტებით, არ ვიცი უკვე რა მოხდება და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ სიმართლის დასამტკიცებლად.
რატომ არ ანიჭებენ "ბავშვთა სამყაროს" აქციონერებს დაზარალებულის სტატუსს პროკურატურაში ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss