ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ქუთაისის აეროპორტის რკინიგზასთან  დაკავშირების 4 ვარიანტი განიხილება  
27 ივნისი, 2017, 15:08
ქუთაისის აეროპორტის რკინიგზასთან  დაკავშირების 4 ვარიანტი განიხილება  

თბილისი (GBC) - ქუთაისის აეროპორტის სარკინიგზო ხაზთან ეფექტიანი დაკავშირებისთვის  „საქართველოს რკინიგზამ“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში წარადგინა, რომლის საჯარო განხილვა 11 აგვისტოს, ქუთაისის აეროპორტში მოხდება.

მგზავრთა კომფორტული მომსახურებისთვის, გზშ-ს ანგარიშში პროექტის 4 ვარიანტია განხილული და რეკომენდაცია მე-3 ვარიანტს აქვს მინიჭებული, კერძოდ,  დამატებით ახალი 2.6 კილომეტრიანი ლიანდაგის აშენებას, აეროპორტის ახალ სადგურთან, რომელიც თავის მხრივ,  გადასასვლელი ხიდით დაუკავშირდება  პარკინგს და აეროპორტის შენობას.

„ეს ალტერნატივა მოითხოვს დამატებით ინვესტიციას, დროს და კერძო მიწების გადაკვეთას.საჭიროებს ყველაზე მეტ ძალისხმევას ლიანდაგისთვის, საისრე გადამყვანისთვის და სადენებისთვის მაგრამ, ამ შემთხვევაში დამტებითი ტრანსპორტის შეძენისთვის ხარჯები გასაწევი არ არის და ამასთან, საინვესტიციო ხარჯები მნიშნელოვნად დაბალია ალტერნატივა 2-ის საინვესტიციო ხარჯებთან შედარებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ხაზის მშენებლობა საქართველოს რკინიგზის გათვლით 2.7 მლნ ევრო დაჯდება. გერმანული IFB-ის გათვლით კი, 4.810  მლნ ევრო.

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ მგზავრთნაკადის ზრდის და დაბალი საოპერაციო ხარჯების გამო ეს ვარიანტი ყველაზე მისაღებია, იმ ფაქტორების გათვალისწინებითაც, რომ ახალი სარკინიგზო ხაზზე შესაძლებელია  არსებული მოძრავი შემადგენლობის გამოყენება და რკინიგზის განრიგის მხოლოდ ოდნავი ადაპტირებით არის შესაძლებელი მათი დატვირთვა.

სხვა ვარიანტებს შორისაა მგზავრების ავტობუსებით გადაყვანა აეროპორტს და კოპიტნარის სადგურს შორის, ელექტრო მატარებლის მომსახურება ქუთაისის  აეროპორტიდან კოპიტნარის რკინიგზის სადგურამდე და რკინიგზის მთავარ ხაზზე  ახალი სარკინიგზო ბაქანის და დაახლოებით 700 მეტრი სიგრძის საფეხმავლო გზის აშენება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები