| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მეღორეობის ფერმა „კალანდა“ რეაბილიტაციის ფარგლებში 50%-იან წილს ყიდის, - ინფორმაციას კომპანიის საინვესტიციო შეთავაზებაზე დაყრდნობით სააგენტო BPN ავრცელებს.
მათი ცნობით, წილის გაყიდვა 3 მილიონ დოლარად იგეგმება, რაც სრულად მოხმარდება ფერმის რეაბილიტაციას. ამასთან, საინვესტიციო რისკების შესამცირებლად, პარტნიორები კომპანიას საკუთრებაში გადასცემენ 8,400,000 ლარად შეფასებულ მიწის ნაკვეთს.
„კალანდას“ საინვესტიციო წინადადებაში ასევე მითითებულია ინფორმაცია, იმ სამუშაოების შესახებ, რაც სარეაბილიტაციო გეგმის ფარგლებში უკვე განხორციელდა, კერძოდ, მომზადებულია სრული სარეაბილიტაციო გეგმა; გაფორმდა შეთანხმება საპარტნიორო ფონდთან, რომელიც განახორციელებს 2,400,000 ლარის ინვესტიციას; დასრულების ფაზაშია მოლაპარაკება, კომპანია "უნისონის" მიერ, ფერმის დაზღვევსთან დაკავშირებით; გაფორმდა ხელშეკრულება ,,საქართველოს ბანკთან’’, რომლის ფარგლებშიც მოხდება კომპანიის დავალიანების რესტრუქტურიზაცია.
ცნობისთვის, კომპანია „კალანდა“2012 წელს სოფელ კოდაში "კაპიტოლ ჰოლდინგმა" დაარსა. მისი სახით შეიქმნა საქართველოში უპრეცედენტო წარმადობის მეღორეობის კომპლექსი, რომელმაც ადგილობრივი ღორის ხორცის ბაზრის მნიშვნელოვანი წილი აითვისა. 2 წლის განმავლობაში ბიზნესი იყო მომგებიანი და მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდებოდა, თუმცა 2014 წელს ფერმაში ღორის კლასიკური ცხელება გავრცელდა, რამაც პირუტყვის პოპულაციის (11 000 ღორის) მთლიანად განადგურება განაპირობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss